პარასკევი, 13.12.2024, 22:06მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

შესვლის ფორმა

ძებნა

ამინდის პროგნოზი


bloguez.com

ჩვენი გამოკითხვა

სტატისტიკა


widgeo.net
ჩვენი პარტნიორი Zaycev.FM
იპოვე სასურველი ინფორმაცია
ბანერები
*
navige
* * *
ჩვენი მეგობრები
* * *
Create your own banner at mybannermaker.com!
* * *
* * *
კონტაქტი
- - -
- - -
სხვადასხვა
მთავარი » 2011 » ივნისი » 11 » ნაყინი
17:45
ნაყინი
              

                            ნაყინების სამოთხე   




     



              ნაყინი, გამაგრილებელი სადესერტო საკვები პროდუქტი. აქვს სასიამოვნო გემო, შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, მინერალურ მარილებსა და ვიტამინებს. ნაყინის დასამზადებელი ძირითადი ნედლეულია რძის პროდუქტები (რძე, ნაღები, კარაქი , მურაბა, შოკოლადი, ნიგოზი, ნუში, კვერცხი, სტაბილიზატორები (აგარი, ჟელატინი) და სხვა, შაქარი, ხილი (ან კენკრა), არომატული ნივთიერებები და სხვა. ნედლეულისაგან განსაზღვრული რეზეპტით დამზადებულ ნარევს პასტერიზაციისა და ჰომოგენიზაციის შემდეგ ყინავენ და თქვეფენ. ნაყინის ტემპერატურაა — 4-5 °C. „რბილ" ნაყინს დაფასოებისა და ფორმირების შემდეგ კვლავ ყინავენ („წრთობენ") — 10, — 20 °C-მდე.

ისტორიკოსები თვლიან რომ ნაყინი 5000 წ-ზე მეტია რაც არსებობს. ნაყინი გამოიგონეს ისეთ ადგილას სადაც განსაკუთრებულად მაღალი ტემპერატურის რაიონებს ესაზღვრება დაბალი ტემპერატურის მქონე რაიონები. 3000წ წინ ჩინეთში სუფრას ამშვენებდა დესერტები რომლებიც გვაგონებენ დღევანდელ ნაყინს. ყინულსა და თოვლს ურევდნენ ბროწეულის, ფორთოხლის და ლიმნის ნაჭრებს ამატებდნენ. რეცეპტები და შენახვის პირობები გაამხილეს მეთექვსმეტე საუკუნეში ჩ.წ.ა "ში–კინგის” წიგნში.
ისრაელის მეფის სოლომონის წერილებში აღწერილია შენახვა გაციებული წვენების, მოსავლის აღებისას. გაციებულ ღვინოს, წვენებს და რძის პროდუქტებს იყენებდნენ ძველი ბერძნები. ჰიპოკრატე ხალხს ურჩევდა მიეღოთ ნაყინი დაავადების დროს. ალექსანდრე მაკედონელს, ნაყინით გაუმასპინძლდნენ ინდოეთის და სპარსეთის ლაშქრობისას. მაშინ გამოიგონეს კენკრის გაყინვა თოვლში. მონებს აგზავნიდნენ მთებში, რათა მოეძებნათ თოვლი, რომ არ გამდნერიყო თოვლი, აწყობდნენ შეჯიბრებებს. მაშინვე დაიწყეს წყალში ხილის, ღვინის, თაფლის და რძის დამატება.

ანტიკურ რომში თოვლს იყენებდნენ გამაგრილებელი სასმელების დასამზადებლად. აპიციმ, ცნობილმა რომაელმა გურმანმა, აღწერა თავის წიგნში გამაგრილებელი სასმელების დამზადება. ნერონი თავის ჭამას ცივი დესერტების მირთმევით ამთავრებდა, მთის ყინულს უმატებდნენ ხილს. ამის დასამზადებლად იყენებდნენ ალპებიდან ჩამოტანილ ყინულს. სპეციალურად შენდებოდა ყინულის სარდაფები.
სარდაფები. სპარსი მოგზაური, ნასრი-ხოზრაუმ, 1040 წელს ჩ.წ.ა. დაწერა, რომ კაეროს სულთანის სუფრაზე სირიის მთიანი რეგიონებიდან მოჰქონდათ თოვლი ცივი სასმელებისა და ნაყინის დასამზადებლად. მე-18 საუკუნის დასასრულს. ძველ რუსეთში გაყინული რძე ითვლებოდა ნაციონალურ კერძად. წვრილად დაჭრილი გაყინული რძე სუფრას ამშვენებდა.

არსებობს ვერსია რომ, სამხრეთ ევროპაში პირველად შემოიტანა ნაყინი მარკო პოლომ, მე-14 საუკუნეში. მან აღწერა ნაყინი თავის სამოგზაურო ჩანაწერებში. არის ვერსიები რომ, მან ჩამოიტანა ეკზოტიკური ყინულოვანი დესერტი ჩინეთიდან. თავიდან, ყინული ინახებოდა სპეციალურ დახურულ სივრცეში, მას მიართმევდნენ მეფის ოჯახს და რომის პაპს.

პირველად ნაყინის დამზადება ევროპელი მზარეულებიდან იტალიელმა მზარეულებმა დაიწყეს. გაყინული რგოლების ფორმა ჰქონდათ. ამ ნაყინის რეცეპტი, თანამედროვე რეცეპტთან მიახლოვებულია. პირველად დამზადებული იქნა სიცილიაზე. პირველი თანამედროვე ნაყინის დამზადება, რომელიც ცნობილია ჩვენთვის რძის, შაქრის, შოკოლადის, ვანილის და სხვა პროდუქტების დანამატებით დამზადდა საფრანგეთის კაფე ”Tortoni”-ში.
დღეს საქართველოში 200-ზე მეტი დასახელების ნაყინი იწარმოება, როგროც დედაქალაქის, ისე რეგიონალურ ქარხნებში.

თბილისური ბრენდების "თოლიას”, "იოლის”, "ნიკორას”, "სელას”, "ლიდერის” ქარხნების გარდა, ნაყინს აწარმოებს თელავის, გურჯაანის, ხაშურის, კასპის, გორის, ზესტაფონის, ქუთაისის, სამტრედიის, თერჯოლის, სენაკის, აბაშის, ზუგდიდის, ქობულეთის და ბათუმის ნაყინის ქარხნები, საიდანაც ძირითადად მარაგდება ადგილობრივი ბაზარი, თუმცა ბევრი მათგანის გემო არც თბილისელი მომხმარებლისათვის არის უცხო.

ნაყინის ფასს მისი შემადგენლობა და მოცულობა განსაზღვრავს. საქართველოში ამ პროდუქტის ფასი 35 თეთრიდან იწყება და 7-8 ლარამდე ადის (ე.წ. ნაყინის ტორტები ცალკე თემაა). ამასთან, რეგიონებში მოთხოვნა უფრო იაფფასიან ნაყინებზეა, დედაქალაქში კი ყველა პროდუქტს ჰყავს თავისი მომხმარებელი.


                




 
              





            










 
                  




          





                       




                       
                                                





                                  




                  




 
                                 











                               


კატეგორია: ხელოვნება | ნანახია: 3975 | დაამატა: TeoNa | ტეგები: ნაყინი, მაროჟნი | რეიტინგი: 5.0/10
სულ კომენტარები: 3
3 Secyib  
0
lipitor 40mg drug <a href="https://lipiws.top/">order lipitor 40mg without prescription</a> atorvastatin 20mg pill

2 Cqmttp  
0
order lipitor 80mg generic <a href="https://lipiws.top/">lipitor 40mg pills</a> purchase atorvastatin online

1 Ynvdqx  
0
purchase lipitor sale <a href="https://lipiws.top/">buy lipitor medication</a> lipitor 10mg generic

სახელი *:
Email *:
კოდი *:
Web Developer (c)Noddy
All Rights Reserved