ხუთშაბათი, 19.09.2024, 07:58მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

შესვლის ფორმა

ძებნა

ამინდის პროგნოზი


bloguez.com

ჩვენი გამოკითხვა

სტატისტიკა


widgeo.net
ჩვენი პარტნიორი Zaycev.FM
იპოვე სასურველი ინფორმაცია
ბანერები
*
navige
* * *
ჩვენი მეგობრები
* * *
Create your own banner at mybannermaker.com!
* * *
* * *
კონტაქტი
- - -
- - -
სხვადასხვა
მთავარი » 2011 » ივნისი » 11 » ქართველი გოგონა ამსტერდამის ბალეტის თეატრის პრიმა-ბალერინა გახდა
16:16
ქართველი გოგონა ამსტერდამის ბალეტის თეატრის პრიმა-ბალერინა გახდა
 




    

     

                    ქართველი გოგონა ამსტერდამის
                         ბალეტის

             
                   თეატრის პრიმა-ბალერინა გახდა





   
უნიჭიერესი ქართველი ხელოვანების, მახათელების ოჯახი 10 წელიწადია უცხოეთში მოღვაწეობს. ცნობილი ბალერონი, ქორეოგრაფი და პედაგოგი ნიკოლოზ მახათელი მეუღლესთან - მარინა ლოლაძესთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.

2005 წელს ნიკოლოზ მახათელმა დენვერში (კოლორადოს შტატი) დააარსა საბალეტო აკადემია, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი თვითონ გახლავთ, ქალბატონი მარინა კი აკადემიის პედაგოგია. მათი ვაჟი - დათო მსოფლიოში ცნობილი ბალერონია და ინგლისში მოღვაწეობს, ქალიშვილი მაია კი - ამსტერდამში. 2011 წელს მაია ამსტერდამის ნაციონალური ბალეტის თეატრის პრიმა-ბალერინა გახდა.

ჩემი ბავშვობის მეგობარი მაია მახათელი ახლახან დამიკავშირდა ამსტერდამიდან და მახარა, რომ ცნობილი ქორეოგრაფის, დევიდ დაუსის TIME LAPSE-ზე მუშაობს და მალე ამ სპექტაკლის მსოფლიო პრემიერა გაიმართება. დარწმუნებული ვარ, თანამემამულის წარმატება ყველა ქართველს გაახარებს. გთავაზობთ ქართველ ვარსკვლავთან ექსკლუზიურ ინტერვიუს, რომელიც სპეციალურად გაზეთ "ყველა სიახლისთვის" ჩავწერე.

- თბილისში ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ვსწავლობდი. ოთხი პედაგოგი მყავდა - მამა, დედა, სვეტა მთვარელიშვილი და ლარისა ჩხიკვიშვილი. ბავშვობიდან ვოცნებობდი, მსოფლიოში სახელგანთქმული ბალერინა გავმხდარიყავი. მამა მეუბნებოდა, თუ გინდა, წარმატებას მიაღწიო, ძალიან ბევრი უნდა იშრომოო. მეც დაუღალავად ვშრომობდი...

- მაია, როდის გაემგზავრე საქართველოდან?
- 2000 წელს მთელი ოჯახი წავედით ამერიკაში, აიდაჰოს შტატში. მამა საბალეტო სკოლაში ასწავლიდა, მე და ჩემმა ძმამ, დათომ სწორედ იქ ვიცეკვეთ სპექტაკლ "მაკნატუნაში". შემდეგ გადავედით კოლორადოს შტატში, სადაც "კოლორადო ბალეტში" ამიყვანეს. ყველაზე ახალგაზრდა, 16 წლის ბალერინა ვიყავი.

- როგორც ვიცი, მერე ინგლისში წახვედი.
- ვიდრე ინგლისში გადავიდოდი, მე და ჩემმა ძმამ იაპონიაში, ვარსკვლავთა ინტერნაციონალურ ფესტივალზე ვიცეკვეთ.

- მერე ჰოლანდიაში, ამსტერდამში მიგიწვიეს...
- ამსტერდამიდან კარგი შემოთავაზება მივიღე. ამსტერდამმა აღმაფრთოვანა და ძალიან შემიყვარდა - უნიკალური ქალაქია, ყველასგან განსხვავებული, ზღაპრული.

- 2010 წელს დიდ წარმატებას მიაღწიე - ამსტერდამის ნაციონალური ბალეტის თეატრის პრიმა-ბალერინა გახდი. რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში?
- პასუხისმგებლობა მომემატა სცენაზეც და მუშაობის პროცესში. პრიმა-ბალერინა მაგალითის მიმცემი უნდა იყოს დამწყები ბალერინებისთვის, მას შეცდომა არ ეპატიება.

- ამჟამად რა სპექტაკლზე მუშაობ?
- ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ცნობილი ქორეოგრაფს, დევიდ დაუსის ბალეტ TIME LAPSA-ზე ვმუშაობ. მალე ამ სპექტაკლის მსოფლიო პრემიერა გაიმართება. აგრეთვე, დავიწყე ჩაიკოვსკის "გედების ტბის" ოდეტა-ოდილიას როლის მომზადება შემდეგი სეზონისთვის.

- რთულია ბალერინას ცხოვრება?
- ძალიან. ხანდახან გვავიწყდება, რომ დრო თვალის დახამხამებაში გადის, არადა, ბალეტის მოცეკვავეებს ძალიან ცოტა დრო გვაქვს, ამიტომ განსაკუთრებულად ბევრი უნდა ვიშრომოთ, ყველაფერი მოვასწროთ.

- საგანგებო დიეტას იცავ?
- სიმართლე გითხრა, დიეტა არასოდეს დამიცავს. ჩვეულებრივად ვიკვებები. დიდი დატვირთვა მაქვს და ენერგიის აღსადგენად ჯანსაღი საკვების და ვიტამინების მიღება აუცილებელია. მხოლოდ ტკბილეულს ვერიდები.

- როგორი გრაფიკი გაქვს?
- თავისუფალი დრო ბევრი არ მაქვს. კვირაში 6 დღეს ვმუშაობ, დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე. თუ 2 დღეს ვისვენებ, ასე მგონია, გრძელი არდადეგები მაქვს. თავისუფალი დრო თუ გამოვნახე, პარკში ვსეირნობ მეგობრებთან ერთად.

- მაია, გახსოვს, ბავშვობაში ჟურნალისტობანას რომ ვთამაშობდით და ერთმანეთისგან ინტერვიუს ვიღებდით? ახლა შენ ამსტერდამში ხარ, მე - სიდნეიში და შენთან ნამდვილ, თანაც ექსკლუზიურ ინტერვიუს ვწერ.
- (იცინის) როგორ არ მახსოვს! იმხანად მხოლოდ ვთამაშობდით, ახლა კი ბედნიერი ვარ, რომ ქართული გაზეთისთვის - ინტერვიუს სწორედ შენ გაძლევ.

- ოჯახის წევრები სად იკრებებით ხოლმე?
- რა თქმა უნდა, თბილისში. წინასწარ ვთანხმდებით და დათქმულ დროს ყველანი თბილისში ჩავდივართ. ეს ჩვენთვის მართლა ზეიმია. იქ ახლობლები ისეთი სითბოთი და სიყვარულით გვხვდებიან, რომ უკან წამოსვლა გვიჭირს.

- გენატრება საქართველო?
- ძალიან. ხანდახან განსაკუთრებულად მიმძაფრდება ხოლმე ნოსტალგია. ქართულ სიმღერას თუ მოვუსმინე, ხომ მთელ დღეს ნოსტალგიურ ტალღაზე ვერთვები. ვიწყებ თბილისში გადაღებული ფოტოების თვალიერებას და... მინდა, ძალიან მინდა ჩემს სახლში!
                                       

  

         
კატეგორია: ცნობილი პიროვნებები | ნანახია: 1341 | დაამატა: TeoNa | ტეგები: ბალეტი, მაია მახათელი, ნიკოლოზ მახათელი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 Hdhxdq  
0
atorvastatin 40mg ca <a href="https://lipiws.top/">buy lipitor 10mg</a> lipitor 80mg canada

სახელი *:
Email *:
კოდი *:
Web Developer (c)Noddy
All Rights Reserved