უცნაური და საინტერესო რეკორდები
მაგარი რეკორდებია, მოგეწონებათ
სულთან კასიონი
სულთან კასიონი ყველაზე მაღალი ადამიანია მსოფლიოში.მისი სიმაღლეა 246,5
სმ.საერთოდ,სულთანი ყველაზე მაღალი პიროვნება არაა,მაგრამ ყველაზე
მაღალმა პიროვნებამ,რომლის სიმაღლე 253 სმ-ს აღწევს,უარი განაცხადა თავისი
სიმაღლის ოფიციალურად დაფიქსირებაზე.
გლობალური კოცნა
2006 წელს,ლა დეფენსის რაიონში,საფრანგეთში,1188 ადამიანმა ერთდროულად აკოცა ერთმანეთს.ეს ”მიღწევა” რეკორდების წიგნში 2006 წელს შევიდა.
ჯეიკი
”ამხელა ყურები იმისთვის მაქვს,რომ კარგად გავიგონო თქვენი ხმა” –
ირწმუნება ბასეტ-ჰაუნდი,მეტსახელად ჯეიკი.მისი ყურის(ების) სიგრძეა 33,2
სმ.
აბდულ რაშიდ ვარსი
ყველაზე დიდი სანდალი შეკერეს ინდოეთში.მისი სიგრძე 3,6 მეტრია,სიგანე –
82 სმ,ხოლო სიმაღლე – 1 მ.ფეხსაცმლის მასა 45 კგ-ია.მისი დამამზადებელია
52 წლის აბდულ რაშიდ ვარსი.ის და მისი 2 თანაშემწე 3 თვე მუშაობდნენ
ფეხსაცმლის შესაკერად.
ყველაზე გრძელი სტოიკა
Beer Barrel Saloon ყველაზე გრძელი ბარის სტოიკაა მსოფლიოში,რომლის სიგრძე 123,7 მეტრია.
ვიქტორ გომესი
ვიქტორ გომესი – ადამიანი,რომელსაც სხეულის 98% აქვს თმით დაფარული. გვარიც როგორ შეესაბამება მის სტატუსს.
დევიდ ამადოვიჩი
დევიდ ამადოვიჩმა ერთ წუთში თავისი ასისტენტის გარშემო 102 დანა დაარჭო.
ენდრიუ დალი
ენდრიუ დალმა 3 წუთში 23 ბუშტი გაბერა…ცხვირით…
ყველაზე გრძელი თხილამური
ყველაზე გრძელი თხილამურის სიგრძეა 543 მეტრი.ამ თხილამურებზე 1043 ადამიანი დადგა.
აიონა იუნგერელი ლავსანდორჟი
აიონა იუნგერელი ლავსანდორჟმა ყველაზე დიდ ხანს გაძლო ჰაერში,კბილებით ჩაჭიდებულმა – 50 წმ.
ბრიტანელ ქალს,სხეულზე 2520 პირსინგის ელემენტი აქვს,მათ შორის ნახვრეტი ენაზე,რომელშიც თითი ეტევა.
ინგლისელმა ჯონ ევანსმა,თავზე გაიჩერა 159,6 კილოგრამის მასის მანქანა
მთელი 33 წამის განმავლობაში.ხელების გარეშე ისევე ბალანსირებდა
მანქანით,როგორც თეფშით.გასაგებია,რომ ეს ძალიან მძიმე მანქანაა,მაგრამ
ველოსიპედი ან მოპედი მაინც არაა.რეკორდი დამყარდა 1999 წლის 24
მაისს.ცნობისთვის – ჯონის სიმაღლე 2 მეტრია,წონა 156 კილოგრამი,ხოლო კისრის
გარშემოწერილობა 61 სანტიმეტრი.
ინგლისელმა ჯონ ევანსმა,თავზე გაიჩერა 159,6 კილოგრამის მასის მანქანა
მთელი 33 წამის განმავლობაში.ხელების გარეშე ისევე ბალანსირებდა
მანქანით,როგორც თეფშით.გასაგებია,რომ ეს ძალიან მძიმე მანქანაა,მაგრამ
ველოსიპედი ან მოპედი მაინც არაა.რეკორდი დამყარდა 1999 წლის 24
მაისს.ცნობისთვის – ჯონის სიმაღლე 2 მეტრია,წონა 156 კილოგრამი,ხოლო კისრის
გარშემოწერილობა 61 სანტიმეტრი.
მიშელ ლოტიტო
ფრანგი მიშელ ლოტიტო,პირდაპირ გაუმაძღარი ადამიანია.1959 წლიდან მან
ყველაფრის ჭამა დაიწყო,აბსოლუტურად ყველაფრის.მას აქეთ,მან
დააგემოვნა:კომპიუტერი,18 ველოსიპედი,6 შანდალი,15 ურიკა სუპერმარკეტიდან,2
საწოლი,7 ტელევიზორი,წყვილი თხილამური
და კიდევ სხვა წვრილმანები.შეჭმული მეტალის ჯამური მასა 9 ტონას აჭარბებს.
ლესლი ტიპტონი
ყველაზე სწრაფი ”გაქცევა” ჩემოდნიდან ლესლი ტიპტონმა მოახდინა.მან
დახურული ჩემოდნიდან ამოძრომა 7,04 წამში მოახერხა.რეკორდი დამყარდა 2008
წლის 31 მაისს ლოს-ანჯელესში.
ხი ქიუპინგი
ყველაზე გრძელი თმები ჩინელმა ხი ქიუპინგმა (Xie Qiuping) გაიზარდა.მისი
თმების სიგრძეა 4,8 მეტრი და ამიტომაც მას აქვს სპეციალური ტიარა,რომ
როგორმე გაუმკლავდეს თმებს.სიტყვამ მოიტანა,ამ ქალმა თმები ბოლოს 1973 წელს
შეიჭრა.
ერთ-ერთმა ხორვატიელმა ჩაიცვა 245 მაიკა ერთად.ორი საათის
განმავლობაში კრუნოს თავისი ორი დამხმარე მაიკებს აცვამდა.საბოლოოდ ამ
მამაკაცის სხეულზე 245 მაიკა ერთდროულად აღმოჩნდა და ეს ახალი მსოფლიო
რეკორდია.წინა რეკორდსმენი ამ არაჩვეულებრივ საქმეში იყო შვედი,რომელმაც
ჩაიცვა 238 მაიკა.
კლაუდიო პინტო
კლაუდიო პინტოს შეუძლია თვალების 95 %-ის 4 სმ-ზე გადმოკარკვლა.
|