ხუთშაბათი, 19.09.2024, 08:05მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

შესვლის ფორმა

ძებნა

ამინდის პროგნოზი


bloguez.com

ჩვენი გამოკითხვა

სტატისტიკა


widgeo.net
ჩვენი პარტნიორი Zaycev.FM
იპოვე სასურველი ინფორმაცია
ბანერები
*
navige
* * *
ჩვენი მეგობრები
* * *
Create your own banner at mybannermaker.com!
* * *
* * *
კონტაქტი
- - -
- - -
სხვადასხვა
მთავარი » 2011 » მაისი » 1 » ტოპ 10 ყველაზე მაღალი შენობა
17:09
ტოპ 10 ყველაზე მაღალი შენობა



    წარმოგიდგენთ ადამიანის ხელით შექმნილ ყველაზე მაღალ შენო- ბებს. ამ შენობების შემყურე ხვდები, რომ შეუძლებელი არაფერია.



 

  1
.   
                      
             
                            

         
       ბურჯ ხალიფა ან ბურჯ დუბაი(არაბ.:برج خليفة "ხალიფას კოშკი"), სუპერმაღალი ცათამბრჯენი დუბაიში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში. აღიარებულია როგორც ადამიანის ყველაზე მაღალი შექმნილი სტრუქტურული ნაგებობა. ცათამბრჯენის შენება დაიწყო 2004 წლის 21 სექტემბერს და დასრულდა 2010 წლის 4 იანვარს. შენობის მთავარი არქიტექტორი, სტრუქტურული და მექანიკური ინჟინერია ჩიკაგოს კომპანია Skidmore, Owings and Merrill LLP (SOM). გეორგ ეფსტათიუ კომპანიიდან SOM არის პროექტის მმართველი პარტნიორი, ხოლო ადრიან სმიტი (SOM-დან წამოსული) დიზაინის პარტნიორი. დამოუკიდებელი შეფასება მოახდინა კომპანიამ CBM Engineers Inc.

          მისი სიმაღლე არც მეტი არც ნაკლები 880 მეტრია.




2.
        



    
ტორონტოს ტელეანძა, ასევე კანადის ეროვნული ტელეანძა (CN Tower) ყველაზე მაღალი ცალკე მდგომი სტრუქტურაა მსოფლიოში, 553,33 მეტრი სიმაღლით. მდებარეობს ტორონტოში, ონტარიო, კანადა და ქალაქის სიმბოლოდ ითვლება (გეოგრ. კოორდ. 43°38′33.24″N, 79°23′13.7″W). მას ყოველწლიურად ორ მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს.

ტორონტოს ტელეანძის მშენებლობა 1973 წლის 6 თებერვალს დაიწყო კანადის ნაციონალური რკინიგზის მიერ, რომელსაც მძლავრი ტელე-რადიო საკომუნიკაციო პლატფორმა სჭირდებოდა დიდ ტორონტოს რეგიონში, და ასევე ნაწილობრივ კანადის ინდუსტრიის სიმძლავრის დემონსტრირებისთვის. პროექტის ჯგუფის მთავარი წევრები იყვნენ კომპანიები NCK Engineering როგორც სტრუქტურის ინჟინრები; John Andrews Architects; Webb, Zerafa, Menkes, Housden Architects; Foundation Building Construction და Canron (აღმოსავლეთის სტრუქტურის განყოფილება).

პროექტზე მუშაობა დღე-ღამის განმავლობაში განუწყვეტლივ მიმდინარეობდა (შაბათ-კვირის გარდა) დაახ. 40 თვის განმავლობაში 1.537 მუშის მიერ და საბოლოოდ 1976 წლის 26 ივნისს გაიხსნა. სტრუქტურის მოკლეტალღოვანი მიმღებები შორეული სიგნალებისთვის 338 მეტრზეა დამონტაჟებული, ხოლო ტრანსმისიის ანტენა კი ანძის თავზეა მოთავსებული. მშენებლობა დაახ. $300 მილიონი კანადური დოლარი ($260 მილიონი აშშ-ის დოლარი 2005 წლის კურსით) დაჯდა და თვითღერებულება ამოღებულ იქნა 15 წელიწადში.

ლითონის კიბე 1.776 საფეხურით აღწევს სკაი-პოდის დონემდე (447 მ/147 სართული) და ყველაზე მაღალი ლითონის კიბეა დედამიწაზე. ეს კიბე მხოლოდ ავარიულ შემთხვევაში გამოყენების მიზნით არის დამონტაჟებული და საზოგადოებისთვის დახურულია, წელიწადში ორჯერ საქველმოქმედო მიზნებით ჩატარებული კიბეზე ასვლის ღონისძიებების გამონაკლისის გარდა. საშუალო ამსვლელი კიბის თავთან მიღწევას დაახ. 30 წუთს ანდომებს, ხოლო ყველაზე სწრაფი ამსვლელის რეკორდი დღემდე იყო 7 წუთი და 52 წამი.

  
ტელეანძის სათაურში აკრონიმი CN პროექტის წამომწყები კანადის ნაციონალური რკინიგზის (Canadian National Railway) აღმნიშვნელია. 1995 წლის პრივატიზაციის შემდეგ ანძა კანადის მიწათა კომპანიის (Canada Lands Company) საკუთრება გახდა. თუმცა ტორონტოს მოქალაქეების სურვილით ანძას ძველი სახელი დარჩა და ამჟამად აკრონიმი CN ოფიციალურად "კანადის ეროვნულს" ნიშნავს.

342 მეტრის ნიშნულზე შემინული სართული და პანორამის ღია სათვალთვალო ტერასა მდებარეობს. 346 მეტრის ნიშნულზე კი "ჰორაიზონს კაფეა" და დახურული სათვალთვალო დარბაზია. 360 მეტრის სიმაღლეზე მბრუნავი რესტორანი "360" მდებარეობს, რემელიც სრულ ბრუნს ყოველ 72 წუთში ასრულებს.

სკაი-პოდი (Sky Pod) მცირე დახურული პლატფორმაა 447 მ. სიმაღლეზე და მსოფლიოში ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი პანორამული სათვალთვალო დეკია. აქედან მოწმენდილ ამინდში ხედვადობა 120 კმ-ს აღწევს და ონტარიოს ტბის გაღმა აშშ-ის ტერიტორიაზე მდებარე ქ. როჩესტერის სილუეტის დანახვა შეიძლება.

  
ისი სიმაღლე არის 553 მეტრი.


3.
     



  

    ოსტანკინოს ტელეანძა ცალკე მდგომი სატელევიზიო და რადიო გადამცემი ანძაა მოსკოვში, რუსეთში. 540 მ სიმაღლის ოსტანკინოს პროექტი ეკუთვნის ნიკოლაი ნიკიტინს და გაწევრიანებულია უდიდესი კოშკების საერთაშორისო ფედერაციაში. 2005 წლისთვის ის რჩებოდა ევრაზიაში უმაღლეს ცალკე მდგომ სტრუქტურად.

ანძის მშენებლობა 1963 წელს დაიწყო და 1967-ში დასრულდა. მას ათი წლის განმავლობასი მსოფლიოს უმაღლესი სტრუქტურის ტიტული ეჭირა, სანამ მას ტორონტოს ტელეანძა (კანადა) გაუსწრებდა. 2003 წელს გაზეთებში იუწყებოდნენ რომ კოშკზე ახალ ანტენას ამონტაჟებდნენ, რაც ანძის სიმაღლეს 577 მეტრამდე გაზრდიდა. თუმცა გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ახალი ანტენა იგივე სიმაღლის იყო.

2000 წლის 27 აგვისტოს ანძაზე ხანძარი გაჩნდა, რამაც სატელევიზიო და რადიო გადაცემების შეწყვეტა გამოიწვია მოსკოვისა და მის შემოგარენში მცხოვრები 18 მილიონი ადამიანისთვის. ხანძარმა სამი ადამიანის სიცოცხლე იმსსხვერპლა. ხანძარი დაახლოებით 98 მეტრი სიმაღლეზე გაჩნდა საობსერვატორიო პლატფორმიდან და მეშჳიდე ცის რესტორნიდან, რის გამოც იქ მყოფი მთელი პერსონალისა და მნახველების ევაკუაცია გახდა საჭირო. ელექტრონული მოწყობილობის სიძველის გამო (მისი უმეტესობა 60-იან წლებში იქნა დამონტაჟებული) და 20 წლის განმავლობაში აგდგენითი სამუშაოების ჩაუტარებლობის გამო დანაკარგი უზარმაზარი იყო.

 მისი სიმაღლე 540 მეტრია.


4.

   



     უილის ტაუერი (Willis Tower), გავრცელებული სახელი სირს ტაუერი (Sears Tower), -- ცათამბრჯენი ჩიკაგოში, ილინოისი, და უმაღლესი საოფისე შენობა აშშ-ში. აშენდა სირს, რობაკ და კომპანიის დაკვეთით არქიტექტორ ბრიუს გრემისა და სტრუქტურული ინჟინრის ფაზლურ ხანის მიერ კომპანიიდან სკიდმორ, ოუინგს & მერილი.

მშენებლობა დაიწყო 1970 წლის აგვისტოში და შენობამ მაქსიმალურ სიმაღლეს 1973 წლის 3 მაისს მიაღწია. დასრულებისას სირს ტაუერმა გაუსწრო მსოფლიო სავაჭრო ცენტრის წყვილს ნიუ-იორკში, როგორც მსოფლიოში უმაღლეს შენობას. ტაუერს 108 სართული აქვს. მანძილი მიწიდან ზემო სახურავამდე 442 მეტრია. 1982 წლის თებერვალში ნაგებობას ორი სატელევიზიო ანტენა დაემატა, რამაც მისი საერთო სიმაღლე 520 მ-მდე ასწია. დასავლეთის ანტენა 2000 წლის 5 ივნისს დაგრძელდა (527მ) ადგილობრივი ტელესადგურის ტალღების მიღების გასაუმჯობესებლად.

სირს ტაუერს ასევე აქვს ყველაზე მეტი სასარგებლო ფართი ნებისმიერ სხვა კომერციულ შენობათა შორის აშშ-ში (საერთო ფართით ჩამორჩება მხოლოდ პენტაგონს არლინგტონში, ვირჯინია).

2009 წლის 16 ივლისს ცათამბრჯენს სახელი ოფიციალურად შეუცვალა ახალმა დამქირავებელმა „უილის გრუპ ჰოლდინგსმა", რაც ხელშეკრულების ნაწილი იყო. სახელის გადარქმევამ მოსახლეობის გარკვეული ნაწილის პროტესტი გამოიწვია. 

შენობის ოფიციალური მისამართია 233 საუზ უაკერ დრაივი, ჩიკაგო, ილინოისი 60606.

   მისი სიმაღლე 527 მეტრია.



5.

   

  



ტაიბეი 101 (ტრად. ჩინ.: 臺北101 ან 台北101; გამ. ჩინ.: 台北101) -- 101-სართულიანი ცათამბჯენი ტაიბეიში, ტაივანი. დაპროექტებულია კომპანია C.Y. Lee & Partners მიერ, და მსოფლიოს ყველაზე მაღალ შენობად ითვლებოდა 2007 წლის 21 ივლისამდე (ბურჯ დუბაიმ გაუსწრო) ოთხიდან სამი სტანდარტის მიხედვით, რომელიც მაღლივ შენობათა და ურბანული ჰაბიტატის (? საბჭოს მიერ არის მიღებული. შენობამ 2004 წელს ემპორის ცათამბჯენის ჯილდო დაიმსახურა.

 მისი სიმაღლე 509 მეტრია.


6.
   

  
შანხაის მსოფლიო ფინანსური ცენტრი მშენებლობა დასრულდა 2008 წელს სიმაღლე- 492მეტრი. მას იყენებენ როგორც საოფისე ფართი, სასტუმროებისთვის და საცხოვრებელი ნაწილიც შედის მის რამოდენიმე სართულზე.



7.
  

მარგალიტის აღმოსავლეთი ტელეანძა იგივე Oriental Pearl Tower(ჩინურ ენაზე:东方明珠塔). ეს არის ტელევიზიური ანძა შანხაიში, ჩინეთი. ეს ანძა განლაგებულია მდინარე ხუანხეს მახლობლად. 

  მისი მშენებლობა დაიწყო 1990 წელს, სისრულეში კი 1994 წელს მოიყვანეს. მისი სიმაღლე 468 მეტრია. ეს იყო ყველაზე მაღალი შენობა 1994-2007 წლებში, ამის შემდეგ კი მასზე მაღალი საფეხური დაიკავა შანხაის მსოფლიო ფინანსურმა ცენტრმა.



8.

  

   

    ჯონ ჰენკოკის ცენტრი (John Hancock Center) მდებარეობს მიჩიგანის ავენიუს 875-ში, ჩიკაგოში, ილინოისი. 100-სართულიანი 457მ. სიმაღლის ცათამბჯენის პროექტი ეკუთვნის ინჟინერ-კონსტრუქტორ ფაზლურ ხანს კომპანიიდან სკიდმორ, ოუინგს ენდ მერილ (SOM). დასრულების ჟამს 1969 წელს ის იყო მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა ნიუ-იორკის საზღვრებს გარეთ. ამჟამად ჰენკოკის ცენტრი სიმაღლით ჩიკაგოში მესამე და აშშ-ში კი - მეოთხე ცათამბჯენია, სირს ტაუერის, ეონ ცენტრისა და ემპაირ სტეიტ ბილდინგის შემდეგ. შენობაში განლაგებულია ოფისები და რესტორნები, ასევე 700-მდე საცხოვრებელი ბინა, რომლებიც თავის მხრივ მსოფლიოში ყველაზე მაღალ საცხოვრებელ ბინებად ითვლება.

95-ე სართულზე განლაგებულია რესტორანი, რომელსაც ამჟამად "The Signature Room on the 95th Floor" ჰქვია. რესტორნიდან ჩიკაგოსა და მიჩიგანის ტბის თვალწარმტაცი ხედი იშლება. თუმცა ქალაქის საუკეთესო ხედი რესტორნის ქალთა საპირფარეშოდან სჩანს. და ამის გამო ხშირად აქ მამაკაცებსაც მოჰკრავთ თვალს. ჰენკოკის ცენტრის ობსევატორია კონკურენციას უწევს სირს ტაუერის სკაიდეკს, რომელიც ქალაქის ცენტრის მეორე ბოლოში მდებარეობს. ჰენკოკის ცენტრი კომერციულ უბანში მდებარეობს, მაშინ როცა სირს ტაუერი ფინანსურ უბანშია. 94-ე სართულზე განლაგებული ობსერვატორიიდან იშლება ჩიკაგოს ხედის ოთხივე მხარე. სპეციალურად გამოყოფილ ბადით შემოვლებულ ადგილას მსურველებს შეუძლიათ გამოსცადონ ზედაპირიდან 305 მეტრზე არსებული ქარების ძალა. 44-ე სართულზე ე.წ. სკაილობია, სადაც ამერიკის ყველაზე მაღალი შიგა საცურაო აუზია. 96-ე სართულზე კოქტეილ ბარია, საიდანაც კოქტეილთან ერთად მზის ჩასვლის პროცესში ჩიკაგოს ხედის ცვლილებას შეიძლება დააკვირდეთ, თუმცა აქ მოხვედრამდე შესაძლოა ლიფტთან საკმაო ხანს ლოდინმა მოგიწიოთ.

    მისი სიმაღლე 457 მეტრია.



9.

    


  პეტრონას ტაუერები ან პეტრონას ტყუპი ტაუერები - ტყუპი ცათამბჯენი მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში.აშენდა 1998 წელს. წარსულში წარმოადგენდა მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობებს, სანამ 2004 წელს მათ ტაიპეი 101–მა არ გაასწრო. თუმცა ისინი რჩებიან მსოფლიოს ყველაზე მაღალ ტყუპ შენობებად. პეტრონას ტაუერების აშენება 800 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა. ცათამბჯენებში მოთავსებულია ოფისები, საკონფერენციო დარბაზები და გალერეები. ორივე შენობა ერთად იკავებს 40 ჰექტარს. ისინი ერთმანეთთან დახურული ხიდით არიან შეერთებულნი. დღესდღეობით პეტრონას ტაუერებში მუშაობს 10 000 ადამიანი.

    მისი სიმაღლე 452 მეტრია.


10.

    

   

   Greenland Square Zifeng Tower- მისი სიმაღლეა 450 მეტრი. ეს არის სუპერმაღალი ცათამბრჯენი, რომლის მშენებლობაც დასრულდა 2010 წლის აპრილში ნანცზინში, ჩინეთი. ამ 89 სართულიან შენობაში განლაგებულია რესტორნები, დაბლა სართულებზე ოფისები, ხოლო მწვერვალზე ობსერვატორია. 
  

 
კატეგორია: ეს საინტერესოა ! | ნანახია: 4357 | დაამატა: TeoNa | ტეგები: ოსტანკინოს ტელეანძა, Oriental Pearl Tower, შანხაის ფინანსური ცენტრი, ტაიბეი 101, უილის ტაუერი, ტორონტოს ტელეანძა(CN Tower), ბურჯ ხალიფა | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
6 Agmcfm  
0
order lipitor 20mg sale <a href="https://lipiws.top/">buy generic lipitor over the counter</a> order atorvastatin 40mg generic

5 Ckxdpv  
0
lipitor 40mg sale <a href="https://lipiws.top/">atorvastatin 40mg oral</a> purchase lipitor generic

4 Klgljz  
0
lipitor 40mg usa <a href="https://lipiws.top/">atorvastatin over the counter</a> buy generic atorvastatin over the counter

2 SaaLl  
0
Shen tviton gaakete?

3 TeoNa  
0
ეს გვერდი მე შევქმენი. საიტი კი დეიდაშვილმა გამიკეთა biggrin

1 TIKA***  
0
აუ მაგარი რაღაცაა

სახელი *:
Email *:
კოდი *:
Web Developer (c)Noddy
All Rights Reserved