პარასკევი, 13.12.2024, 22:02მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

შესვლის ფორმა

ძებნა

ამინდის პროგნოზი


bloguez.com

ჩვენი გამოკითხვა

სტატისტიკა


widgeo.net
ჩვენი პარტნიორი Zaycev.FM
იპოვე სასურველი ინფორმაცია
ბანერები
*
navige
* * *
ჩვენი მეგობრები
* * *
Create your own banner at mybannermaker.com!
* * *
* * *
კონტაქტი
- - -
- - -
სხვადასხვა
მთავარი » 2011 » ივლისი » 21 » პილოტის მოჩვენება - შავი მაგიის მსხვერპი
18:29
პილოტის მოჩვენება - შავი მაგიის მსხვერპი

            პილოტის მოჩვენება შავი მაგიის მსხვერპლი




            


                                                 



     ამერიკის ავიაციის პოლკოვნიკს,ლორენს კარმონს დღესაც უჭირს იმის დაჯერება,რაც მას დიდი ხნის წინათ გადახდა თავს.როდესაც მან სამხედრო-საჰაერო ძალების კოლეჯი დაამთავრა,იგი გუამის სამხედრო ბაზაზე მსახურობდა.იქვე მოისმინა ისტორია მოჩვენებაზე,მეტსახელად მყვირალა ჩარლი.კარმონი ვერც იფიქრებდა,რომ ძალიან მალე მას პირისპირ მოუწევდა ამ მოჩვენებასთან შეხვედრა.

ომის ბოლოს,წყნარ ოკეანეზე საჰაერო ბრძოლები მიმდინარეობდა ამერიკელებსა და იაპონელებს შორის.ამერიკელ მფრინავებს განსაკუთრებით აღიზიანებდათ იაპონელების წყვილი გამანადგურებელი,რომელთა კორპუსებზეც უცნაური ნიშნები იყო მიხატული.ამბობდნენ,რომ ეს იაპონური შავი მაგიის სიმბოლოები იყო და თთვითმფრინავებს დაუმარცხებელს ხდიდა.მართლაც,იაპონურმა ”ორეულმა” ამერიკელების 13 ”მუსტანგი” ჩამოაგდო,ისე რომ ოდნავადაც არ დაშავებულან.



    ჩარლი გამოცდილი პილოტი იყო.მანამდე იგი ევროპაში ომობდა და მტრის 20 თვითმფრინავი ჰყავდა ჩამოგდებული.როდესაც სხვებმა მას ”საიდუმლოებებით მოცული” გამანადგურებლების შესახებ აუწყეს,მან თქვა:”მომეცით ვადა და მე ამ ორეულს ჩამოვაგდებ”.
  
   მორიგ ბრძოლაში ”მაგიური” გამანადგურებლები კვლავ იღებდნენ მონაწილეობას.მათ ჩამოაგდეს ამერიკელების ერთი თვითმფრინავი,რომელსაც ჩარლის მეგობარი მართავდა.მაშინ კი ჩარლი მათ კუდში აედევნა და ორივე ჩამოაგდო.ხოლო შემდეგ,გამარჯვების მანევრით ეშვებოდა აეროდრომისკენ,როდესაც ძრავამ უმტყუვნა.”მუსტანგმა” ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ასაფრენ ბილიკზე იხოხიალა…







     მას შემდეგ აეროდრომზე ჩარლის სული დასახლდა.მას დროდადრო ხედავდნენ ასაფრენ ბილიკთან ახლოს.რატომღაც,ჩარლი ყოველთვის საშინელ გულისგამგმირავ ხმებს გამოსცემდა,რის გამოც დაიმსახურა ზედმეტსახელი ”მყვირალა ჩარლი”.გარდაცვლილი პილოტის არაბუნებრივად უფერულ სახეზე შეხედვისას ბევრს პანიკური შიშები ეწყებოდა.დადიოდა ხმები,რომ ყველაფერში დამნაშავე დაწყევლილი იაპონური მაგია იყო:მის გამო დაიღუპა ჩარლი,ხოლო შემდეგ ბოროტ მყვირალა მოჩვენებად გადაიქცა.

სიმართლე ითქვას,კარმონმა მაინცდამაინც არ დაიჯერა ეს ”მონაჩმახი”,მაგრამ ერთ ნისლიან ღამეს,პოსტზე ყარაულისას ვიღაცის საშინელი ყვირილი გაიგონა.მან ავტომატი აიღო,ნისლის გასწვრივ დაიწყო ყურება და მისკენ მომავალი ადამიანის ფიგურა გაარჩია.”გაჩერდი,ვინ მოდის?” – დაიყვირა ლორენსმა და ავტომატი გადატენა.თუმცა,უცხო ისევ ჩუმად მოაბიჯებდა მისკენ.

ახლა კარმონმა იგი კარგად გაარჩია.ამ ადამიანს ძველი ნახვრეტებიანი,ჭუჭყიანი კომბინიზონი ეცვა,ხოლო უცნაურად მკრთალი სახე ჭვარტლის ფენით დაჰფარვოდა.
”აქ რას აკეთებთ?” – იკითხა ლორენსმა.




     ”განა არ გსმენია პილოტზე,რომელიც აქ ოცდათხუთმეტი წლის წინ დაიმტვრა? – იმანაც კითხვითვე უპასუხა. – მე მყვირალა ჩარლის მეძახიან!”

კარმონის სახეზე რა თქმა უნდა უნდობლობა გამოიხატა.ადამიანმა,რომელიც თავის თავს ჩარლის უწოდებდა,მისკენ ხელი გამოიწოდა,თითქოს ჩამორთმევა უნდაო.გაოცებული ლორენსის თვალწინ მტევანი გამჭვირვალე გახდა და ნელ-ნელა თეთრ ბოლად იქცეოდა,რომელიც ზევით ადიოდა.რამდენიმე წამში ხელმა პირვანდელი სახე დაიბრუნა.”ახლა გჯერა?”

”თქვენზე ჩვენმა მექანიკოსმა მომიყვა” – თქვა კარმონმა.”სწორია, – დაეთანხმა მოჩვენება. – ყველა უშვებს შეცდომებს.მე მათი გამოსწორება არ დამცალდა”.

ამის შემდეგ ისინი ახალ თვითმფრინავებსა და მფრინავებზე ლაპარაკობდნენ.ჩარლი საუბარს ისე ართმევდა თავს,თითქოს ყველაზე ჩვეულებრივი ადამიანი ყოფილიყოს დედამიწაზე.ბოლოს მან თქვა:”ჩემი წასვლის დროა”.თუმცა,წასვლის წინ გაახსენდა,რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დაავიწყდა.”ეს მექანიკოსს გადაეცი.დიდი ხნის ვალს ვაბრუნებ”, – თქვა მოჩვენებამ,კარმონს ქაღალდში გახვეული მომცრო ზომის საგანი მისცა და ასაფრენი ბილიკით იმ ჯუნგლებისკენ წავიდა,რომელიც აეროდრომს გარშემორტყმოდა.

ლორენსმა დახედა იმას,რაც მას მოჩვენებამ დაუტოვა.ეს ზაფხულის ”ფრთები” აღმოჩნდა – მეორე მსოფლიო ომის გამანადგურებლების პილოტების განმასხვავებელი ნიშანი.ის ძველ ასდოლარიანში იყო გახვეული.

შემდეგ დღეს ლორენსმა მექანიკოსი იპოვა და ჩარლის ”ვალი” გადასცა.მისდა გასაკვირად,მექანიკოსმა კითხვების გარეშე მოუხადა მადლობა და ჩაფიქრებულმა დატოვა ანგარი.



         




კატეგორია: ეს საინტერესოა ! | ნანახია: 1062 | დაამატა: TeoNa | ტეგები: პარანორმალური მოვლენები, ეს საინტერესოა, მისტიკა, შავი მაგია | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Web Developer (c)Noddy
All Rights Reserved