კვირა, 06.07.2025, 16:08მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

შესვლის ფორმა

ძებნა

ამინდის პროგნოზი


bloguez.com

ჩვენი გამოკითხვა

სტატისტიკა


widgeo.net
ჩვენი პარტნიორი Zaycev.FM
იპოვე სასურველი ინფორმაცია
ბანერები
*
navige
* * *
ჩვენი მეგობრები
* * *
Create your own banner at mybannermaker.com!
* * *
* * *
კონტაქტი
- - -
- - -
სხვადასხვა
მთავარი » 2011 » ივნისი » 15 » პალმის კუმძულები
18:34
პალმის კუმძულები
               
               პალმის კუნძულები



  

   პალმის კუნძულები — ხელოვნური კუნძულები დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, რომლებზეც განლაგებულია უმთავრესი კომერციული და საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა. ეს არის ნიმუში ტრადიციების პროგრესთან შერწყმისა. არაბებს რელიგია უკრძალავს უცხოელებისათვის მიწის მიყიდვას, ამიტომაც მათ ხელოვნური კუნძულების შექმნა გადაწყვიტეს და შესაბამისად და შესაბამისად ამ მიწის თავისუფლად გაყიდვაც შეეძლებათ.

ხელოვნურმა კუნძულმა ”პალმის კუნძულის” სახელწოდება ფორმის გამო მიიღო. ”პალმის კუნძულები” მსოფლიოში უდიდესი ხელოვნური კუნძულები გახდება, რომლებიც ჩინეთის კედლის მსგავსად, კოსმოსიდან შეუიარაღებელი თვალითაც გამოჩნდება.


პალმა ჯუმეირი



    კუნძული   ნახევარმთვარისგან შედგება. ”პალმის ტანზე”, რომლის სიგრძე ორი კილომეტრია, ხოლო სიგანე 450 მეტრი, უმაღლესი დონის 7 სასტუმრო, უამრავი მაღაზია და საცხოვრებელი შენობებია განთავსებული. ლექსის კლასის მქონე 10 შენობა ზღვას გადაჰყურებს. კუნძულის ცენტრალურ ნაწილში - ”მარინში”, 2 სასტუმრო, იახტკლუბი, სპეციალიზებული მაღაზიები და ორი დიდი ნავსაყუდელია განთავსებული. მთლიანობაში კუნძულზე 60 სასტუმრო, 400 ექსკლუზიური ვილა და კოტეჯია. ასევე 5 000 აპარტამენტი, წყლის პარკები, რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, სპორტული კლუბები, კინოთეატრები და სპეციალური ადგილები, რომლებიც განსაკუთრებით დაივინგის მოყვარულებს იზიდავს.

კუნძულის ”ვარჯი” 17 გრაციოზული ტოტისგან შედგება, რომლებიც ზღვის სხვადასხვა მხარესაა მიმოფანტული. ერთ-ერთი მათგანი ყვევილების ბაღებითაა დაფარული, ხოლო დანარჩენებზე კოტეჯები და ვილებია.

”ნახევარმთვარეზეც” ასევე უმაღლესი კლასის სასტუმროებია.აქვეა მსოფლიოში უდიდესი წყალქვეშა პარკი დაივინგის მოყვარულთათვის. წყალქვეშ მდებაროებს ”დაკარგული ქალაქი”, რომელიც წარმოადგენს მთელს ქალაქს, სადაც ჩაძირულია თვითმფრინავებისა და გემების, ეგვიპტური პირამიდებისა და ძველი რომაული კოლონადების ნახვაა შესაძლებელი.წყალქვეშ მათ ისტორიებსაც გაეცნობით.



პალმა ჯებელ ალი



   რიგით მეორე    კუნძული, რომელიც ”პალმა ჯუმეირაზე” დიდია. ”პალმის ტანზე”, რომლის სიგრძე 2,4 კილომეტრია, ხოლო სიგანე 450 მეტრი, ”ზღვის სოფელია” განთავსებული, სადაც 8 სასტუმრო, ელიტური საცხოვრებელი სახლები, სავაჭრო კომპლექსები, კინოთეატრები და სხვა დასასვენებელი დაწესებულებებია.



უნიკალური კომპლექსი ’’მსოფლიო’’


უნიკალური კომპლექსი ”მსოფლიო” 7 კონტინენტისა და 200 ხელოვნური კუნძულისგან შედგება და დუბაის სასტუმრო ”ბურჯ ალ არაბის” მოპირდაპირე მხარესაა გაშენებული. ხელოვნური კუნძულებისგან განსხვავებით, ”მსოფლიოში” ჩასვლა მხოლოდ ზღვიდან არის შესაძლებელი. კუნძულზე არ იქნება მაღალი შენობები, რაც ბუნებრივ კუნძულოვან ატმოსფეროს არღვევს. 200 კუნძული მსოფლიოს თითო ქვეყანას წარმოადგენს და კუნძულები ამა თუ იმ ქვეყნისთვის ლანდშაფტითა და დიზაინითაა წარმოდგენილი.





კატეგორია: კუნძულები | ნანახია: 1901 | დაამატა: TeoNa | ტეგები: პალმის კუნძულები, პალმა ჯუმეირა | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Web Developer (c)Noddy
All Rights Reserved