ხუთშაბათი, 19.09.2024, 08:05მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

შესვლის ფორმა

ძებნა

ამინდის პროგნოზი


bloguez.com

ჩვენი გამოკითხვა

სტატისტიკა


widgeo.net
ჩვენი პარტნიორი Zaycev.FM
იპოვე სასურველი ინფორმაცია
ბანერები
*
navige
* * *
ჩვენი მეგობრები
* * *
Create your own banner at mybannermaker.com!
* * *
* * *
კონტაქტი
- - -
- - -
სხვადასხვა
მთავარი » 2011 » მაისი » 16 » კუსკუსები და კენგურუები
21:50
კუსკუსები და კენგურუები
                   კუსკუსები და კენგურუები




     კუსკუსები და კენგურუები მიეკუთვნებიან ჩანთოსნების დიდ რიგს, რომელსაც ორმჭრელიანები ეწოდება. ორმჭრელიანებს ქვედა ყბაზე ორი დიდი, წინ გამოშვერილი მჭრელი კბილი აქვთ. ისინი  მხოლოდ ავსტრალიის რეგიონში ბინადრობენ. უმეტესობა ფოთლე-
ბის და ბალახისმჭამელია, თუმცა ზოგიერთი კუსკუსი ასევე მწერი-
თა და ნექტრითაც იკვებებე. ამ ჯბუფის ცხოველების  უმეტესობა აქტიურია შებინდებისას ან ღამით და მხოლოდ რამდნიმე  სახეობა მიეკუთვნება დღის ცხოველებს. ჯგუის ყველაზე დიდი ცხოველის ასევე უდიდესი ჩანთოსნის-დიდი წითური კენგურუს მამრი სიმაღლეში 1,5მ-ს, წონაში კი 85კგ-ს აღწევს. კენგურუებისა და ვალაბების უმრავლესობა უკანა თათებზე ხტუნვა-ხტუნვით გადაადგილდება, თუმცა ჩრდილო ავსტრალიასა და ახალ გვინეაში მობინადრე მეხეური კენგურუები ხეებზე ძვრებიან. კუსკუსების უმეტესობა ხეებზე ცხოვრობს.

          



                                 


                                 მოკრივე კენგურუები


   





       
    დიდი წითური კენგურუს მამრები გამრავლების საზონის დროს ერთმანეთს
დაჯაბნას ცდილობენ.



   წინა თათებით ერთმანეთს თავსა და თანის  ზედა ნაწილს უფხაჭნიან.



   მძლავრ უკანა თათებს მოწინააღმდეგეს ურტყამენ.





   ძლიერ კუდს წონასწორობის შესანარჩუნებ-
ლად იყენებენ.

















   
              კენგურუ- ოჯახი


       პირველად ეს სიტყვა კენგურუ გამოთქვეს კვისლენდის აბორიგენებმა. ეს მოხდა 1770 წელს. გემმა ,,ენდევორმა” დაზიანება მიიღოავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროს დიდ რიფზე. სანამ გემს არემონტებდნენ ჯეიმს კუკი და ჯოზეფ ბენფსი – ნატურალისტი და მეცნიერი ნაპირზე სანადიროდ გავიდნენ. მოგვიანებით კუკმა ადგილობრივებს კითხა, თუ რას უწოდებდნენ ისინი ცხოველს, რომელიც 2 ფეხზე ხტუნავდა. ამ დროს კუკმა ინგლისურად მიმართა: ,, Can you tell me!..” (შეგიძლიათ მითხრათ?) ეს სიტყვები ადგილობრივებმა თავისებურად გაიგონეს, გაიმეორეს და ასე უპასუხეს – კენ-გუ-რუ? იგივენაირად ჩაეკითხა კუკი, სწორედ გაიგო თუ არა, რაზედაც მან დასტური მიიღო. ასე და ამგვარად, გაფუჭებული ტელეფონის მეთოდით, ზრდილობიანი ინგლისური ფრაზიდან დაიბადა უკვე ყველასთვის კარგად ცნობილი სიტყვა – კენგურუ.  არის კიდევ ერთი მოსაზრება: თითქოს კუკი კიდევ ერთხელ ჩაეკითხა  და რაღაც კენგურუს მსგავსი უპასუხეს, რაც ავსტრალიურ ენაზე ნიშნავს ,,არ მესმის”. სამწუხაროდ,  რომელი კენგურუები ნახეს მაშინ კუკმა და ბენქსმა ზუსტად ცნობილი არ არის.

მას შემდეგ 20 წელიც არ გასულა, რაც კუკის კვალდაკვალ ავსტრალიის ნაპირებს პირველი ბრიტანული ფლოტი მიადგა. და სწორედ მაშინ გუბერნატორმა და მისმა ოფიცრებმა მეფე გეორგ III-ეს გაუგზავნეს …. ცოცხალი კენგურუ. ათასობით ლონდონელი ესწრებოდა მის ნახვას, ათასობით აფიშა დაიბეჭდა, რომელიც ამცნობდა მოსახლეობას ახალი, ორიგინალური ცხოველის შესახებ. და ასე გაიცნეს ევროპელებმა ავსტრალიის ბინადარი.

ზომების მიხედვით კენგურუს ოჯახი შეიძლება დაიყოს 3-ად : 1. ყველაზე პატარები – კენგურუსნაირები; 2. საშუალო ზომის – ვალაბი; 3. ყველაზე დიდი – დიდი კენგურუ.






   



     ხის კენგურუ კენგურუს ოჯახში ერთადერთი სახეობაა, რომელიც ხეზე ცხოვრობს. ზომით 60სმ-მდეა ყავისფერი ბეწვით. მას დღისით ძინავს და საკვებისა და წყლის მოსაძიებლად საღამოს დაბლა ჩამოდის. იკვებება ფოთლებითა და ლიანებით. საყვარელი საკვებია ტყის ხილი.
  

              













                                                                       
                                                                                                                     კუსკუსები -  ჩანთოსანი ძუძუმწოვრების ქვეოჯახი. ტანად მომცრო და საშუალო ზომის ცხოველებია. სხეულის სიგრძე 14-90 სმ აღწევს. აქვთ ბალნით დაფარული გრძელი კუდი. ზოგიერთ სახეობას საფრენი აპკი აქვს. აერთიანბეს 10-მდე გვარს. გავრცელებულია ავსტრალიასა და მისი მოსაზღვრე კუნძულებზე. მეხვეური ცხოველებია. ხეებზე ცოცვისას იყენებენ ბრჭყალებსა და კუდს. აქტიური არიან ღამით იკვებებიან მცენარეულობით (ნაყოფები, ფოთლები), აგრეთვე მწერებით, პატარ-პატარა ფრინველებით და მათი კვერცხებით. შობენ 1-2 ნაჭიერს. ზოგიერთი კუსკუსები სანადირო ობოექტია (იყენებენ ხორცსა და ტყავს).
                    
               
     
  
                    
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ფაუნა | ნანახია: 1636 | დაამატა: TeoNa | ტეგები: კუსკუსი, ჩანთოსნები, კენგურუ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2 Ogvwll  
0
order atorvastatin 20mg generic <a href="https://lipiws.top/">order atorvastatin 40mg online</a> order atorvastatin

1 Cmwqhd  
0
order atorvastatin 40mg generic <a href="https://lipiws.top/">oral atorvastatin 80mg</a> order atorvastatin 10mg for sale

სახელი *:
Email *:
კოდი *:
Web Developer (c)Noddy
All Rights Reserved